შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გამოძიებას ატარებს.
უწყების ცნობით, ამ გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე დაბარებულია ირაკლი ოქრუაშვილი, ასევე, დაბარებული იქნებიან ნიკანორ მელია და გიორგი უგულავა.
აღნიშნული გამოძიების ფარგლებში უწყებამ დღეს ერთი პირი დააკავა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების დამზადების ფაქტზე.