ივანიშილი და გახარია რომ სადისტები არიან ეს ქართველმა ხალხმა უკვე იცოდა მაგრამ ეს ბახტაძე, ჩვენი პრემიერი, ვერ გავიგე, ლენჩია?, – ამის შესახებ “ვროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ, “ტვ პირველის” ეთერში, პარლამენტის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე განაცხადა და დასძინა, რომ ხელისუფლება ცდილობს საკუთარი პასუხისმგებლობა თავიდან აიცილოს.
შეგახსენებთ, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები სერგეი გავრილოვის პარლამენტის სავარძელში ყოფნასადა ფორუმის სპიკერობას აპროტესტებენ. საქართველოს პარლამენტში მიმდინარე მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალურ სესიას რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვი უძღვებოდა.