ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“სასწრაფოდ დაისაჯოს ყველა პოლიციელი, რომელიც შემჩნეული იქნა გადაჭარბებულ ენთუზიაზმში” – მშვილდაძე

მმართველმა პარტიამ უნდა გადაიხადოს პოლიტიკური ფასი, – ამის შესახებ „ფორმულა კრეატივის“ დირექტორმა, მიშა მშვილდაძემ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მიშა მშვილდაძემ რამდენიმე მოთხოვნა წამოაყენა.

„დღევანდელი ჩვენი აქციის მოთხოვნებია, რომ გადადგეს მინისტრი გახარია, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ყველა ადამიანი, რომელიც დააკავეს გუშინ და დღეს, სასწრაფოდ დაისაჯოს ყველა პოლიციელი, რომელიც შემჩნეული იქნა გადაჭარბებულ ენთუზიაზმში, საკუთარი ხალხისთვის ტკივილის მიყენებაში. ამასთან, ჩვენ ვხვდებით, რომ პრობლემა, რამაც გუშინდლიდან აქ შეგვყარა, არის სისტემური ხასიათის – გავრილოვის ერთი წამობრძანება პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში, ამას ერთჯერადი არ ჰქვია, ერთი შემთხვევა არ არის. ეს არის სისტემური პრობლემა, რომელიც აქვს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, რომლის გაუაზრებელმა მაამებლურმა პოლიტიკამ ოკუპანტის მიმართ გაათავხედა ყველა, ვინც ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის იდეას. ამიტომ მმართველმა პარტიამ უნდა გადაიხადოს პოლიტიკური ფასი“, – განაცხადა მიშა მშვილდაძემ.

შეგახსენებთ, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები სერგეი გავრილოვის პარლამენტის სავარძელში ყოფნასადა ფორუმის სპიკერობას აპროტესტებენ.

საქართველოს პარლამენტში მიმდინარე მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალურ სესიას რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვი უძღვებოდა.

იტვირთბა....