ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის დამზადების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

მოლოტოვის კოქტეილის დამზადების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, შსს-ის ცენტრალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, გამოძიების ფარგლებში, გადაუდებელი აუცილებლობით, ქალაქ თბილისში, მუხიანის მეოთხე მიკრორაიონში მოქალაქის საცხოვრებელ სახლში ჩატარდა ჩხრეკა, რა დროსაც სამართალდამცველებმა 1949 წელს დაბადებული გ.თ-ის სახლში ეზოდან კუსტარული წესით დამზადებული 12 ერთეული ე.წ მოლოტოვის კოქტეილის ბოთლი და მისი დამზადებისთვის საჭირო მასალა ამოიღეს. სამართალდამცველებმა გ.თ იმ პროცესში დააკავეს, როდესაც კოქტეილის პარლამენტის წინ მიმდებარე ტერიტორიებზე გამოყენებას გეგმავდა. ბრალდებული დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით, რაც 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისიწინებს.

შსს-ის მიერ გამოძიეაზე ასევე დაბარებულები არიან: ირაკლი ოქრუაშვილი, გიგი უგულავა და ნიკა მელია.

შეგახსენებთ, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები სერგეი გავრილოვის პარლამენტის სავარძელში ყოფნასადა ფორუმის სპიკერობას აპროტესტებენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტში მიმდინარე მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალურ სესიას რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვი უძღვებოდა.

იტვირთბა....