ახალი ამბები მედია მთავარი პოლიტიკა

“ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაცია” “საქართველოს ჟურნალისტთა ასოციაციაზე” დაყრდნობით განცხადებას ავრცელებს

მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ჟურნალისტური გაერთიანება “ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაცია” (www.ifj.org) გმობს საქართველოში პოლიციის მხრიდან ჟურნალისტების წინააღმდეგ უხეშ ქმედებებს.

“საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელ ასოციაციაზე” დაყრდნობით (www.iagj.org.ge), რომელიც საქართველოში წარმოადგენს “ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციას”, ის ინფორმაციას ავრცელებს საკუთარ ვებ-გვერდზე და აცხადებს, რომ საქართველოში ჟურნალისტებს ძალადობრივი მეთოდებით დაატოვებინეს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორია და საპროტესტო აქციის გაშუქებისას, დაშავდა ათობით ჟურნალისტი.

“ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციასთან ერთად” ევროპული ფედერაციაც მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, შეწყვიტონ ჟურნალისტთა დევნა და პატივი სცენ პრესის თავისუფლებისა და ინფორმაციის მიღების უფლებას.

“რეპორტიორების თქმით, შეტაკებები პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაიწყო სერგეი გავრილოვის, რუსი დეპუტატის საქართველოში ვიზიტის შემდეგ. გავრილოვს, რომელიც მხარს უჭერს საქართველოსთვის წართმეული ტერიტორიების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას, უფლება მისცეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან გაეხსნა მართლმადიდებლობის 26-ე გენერალური ასამბლეა. მომხდარის გამო, ათასობით ადამიანი შეიკრიბა პარლამენტის შენობასთან და მოითხოვეს მთავრობის გადადგომა. პოლიციამ აქციის მონაწილეთა დასაშლელად გამოიყენა რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი. შედეგად დაშავდა, სულ მცირე, 160 ადამიანი.

“ჩვენ ვუერთდებით საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელ ასოციაციას და ვგმობთ პოლიციის უხეშ ქმედებებს ჟურნალისტების წინააღმდეგ, რომლებიც მხოლოდ თავიანთ მოვალეობას ასრულებდნენ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საჯარო მოვლენის გაშუქებისას. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მისცეს ჟურნალისტებს უსაფრთხოდ მუშაობს შესაძლებლობა და გააძლიერონ ქვეყანაში პრესის თავისუფლება“, – განაცხადა “ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის” გენერალურმა მდივანმა ენტონი ბელანგერმა.

თავის მხრივ, “საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელ ასოციაცია”, რომელიც საქართველოში “ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის” და “ევროპის ჟურნალისტთა ფედერაციის” წარმომადგენელია, მოუწოდებს ხელისუფლებას, პატივი სცენ ჟურნალისტთა საქმიანობას და საზოგადოებას, რომლებსაც აქვთ უფლება მიიღონ ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ამასთან, “საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელ ასოციაცია”, რომელიც ყურადღებით ადევნებს თვალს პარლამენტის შენობასთან მიმდინარე მოვლენებს, მოუწოდებს მთავრობას, დაიწყოს გამოძიება ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებულ თითოეულ ძალადობრივ ქმედებაზე.

იტვირთბა....