aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მთავრობის ადმინისტრაციის ეზოში სამართალდამცავები, სპეცტექნიკა და ყვითელი ავტობუსებია მობილიზებული 

aviabiletebi
ავიაბილეთები

მთავრობის ადმინისტრაციის ეზოში, ამ დროისთვის, რამდენიმე ასეული სამართალდამცველია მობილიზებული. ამასთანავე,
ადგილზე მიიყვანეს სპეციალური ტექნიკა, სახანძრო სამსახურის მანქანები და ყვითელი ავტობუსები.

დღეს რუსთაველის გამზირზე, 19:00 საათზე საპროტესტო აქცია გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ პარლამენტის შენობა დაატოვებინეს ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის რიგით 26-ე სესია რუსმა დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან, რუსულ ენაზე გახსნა. მომხდარი ოპოზიციამ პარლამენტში გააპროტესტა, კრიტიკული შეფასებები გააკეთეს უმრავლესობის წევრებმაც.

შემდგომში პარლამენტთან გაიმართა საპროტესტო აქცია, რომელზეც “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ნიკა მელიამ მოქალაქეებს პარლამენტში შეჭრისკენ მოუწოდა.

აქცია ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით დაშალა. პოლიციის გამოყენებული ძალის შედეგად დაშავდა ათეულობით ადამიანი. შსს-ს ცნობით, დაკავებულია აქციის 305 მონაწილე.

დღეს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი დატოვა ირაკლი კობახიძემ, დეპუტატის მანდატი კი ზაქარია ქუცნაშვილმა.

იტვირთბა....