ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ვინ არის არჩილ თალაკვაძე, რომელიც ირაკლი კობახიძის შემცვლელად განიხილება

პარლამენტის შემდეგი თავმჯდომარე, სავარაუდოდ, არჩილ თალაკვაძე იქნება. ამის შესახებ ინფორმაცია ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში, ჟურნალისტებს დაუდასტურა.

მისი თქმით, უმრავლესობა სხვა  კანდიდატს არ განიხილავს და სწორედ არჩილ თალაკვაძეს დაუჭერენ მხარს კენჭისყრისას.

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, არჩილ თალაკვაძე მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრია, 2016 წლიდან.

თალაკვაძემ 2006 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი, 2010 წელს კი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის(GIPA).

2006-2007 წლებში, იყო აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს(USAID) ქალთა ჯანმრთელობის პროგრამის პროექტის კოორდინატორი;

2007 წელს, ფონდი “ღია საზოგადოება საქართველოში”, ადამიანის უფლებათა დაცვის მონიტორინგის პროექტის მენეჯერი;

2008-2009 წლებში – საქართველოს სახალხო დამცველის მრჩეველი;

2009-2011 წლებში, იყო საქართველოს სახალხო დამცველის თანაშემწე მენეჯმენტის საკითხებში;

2011-2012 წლებში – აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს(USAID) დემოკრატიული მმართველობის პროგრამის დირექტორის მოადგილე;

2012-2014 წლებში –  საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე;

2014-2016 წლებში – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე.

ამ დროისთვის, ის არის  პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრი.

შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი დღეს, თავისი ნებით დატოვა.

იტვირთბა....