რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ვლადიმირ ჯაბაროვმა, გუშინდელ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ თბილისმა რუსეთს ოფიციალური ბოდიში უნდა მოუხადოს მართლმადიდებლურ საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში მონაწილე რუსი დელეგატების წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციების გამო
მისივე თქმით, ოფიციალლურმა თბილისმა არეულობის პერიოდში თავი უნდა შეიკავოს ნებისმიერი სახის საერთაშორისო ღონისძიების ჩატარებისგან.
ასევე რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ვლადიმირ ჯაბაროვმა განაცხადა, რუსმა ტურისტებმა თავი უნდა შეიკავონ საქართველოში გამგზავრებისგან.
ჯაბაროვის თქმით, საქართველოში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე ჯობს, რომ ტურისტებმა უბრალოდ არ გარისკონ.
ამასთანავე, ის ასამბლეიდან საქართველოს გარიცხვის წინააღმდეგ გამოვიდა.
„ჩვენ არ უნდა შევლახოთ ქართული მართლმადიდებლობის ინტერესები, პროვოკატორების ქმედებები საქართველოს მტრებს ხელს აძლევს“, – განაცხადა რუსმა დეპუტატმა.
მან ასევე მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ ოფიციალური საერთაშორისო ღონისძიება ქვეყანაში ურთიერთდაპირისპირების გასამწვავებლად გამოიყენეს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს პარლამენტში მიმდინარე მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალურ სესიას რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვი უძღვებოდა.
პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეები სერგეი გავრილოვის პარლამენტის სავარძელში ყოფნასადა ფორუმის სპიკერობას აპროტესტებენ.