გუშინდელი აქციის დროს დაზარალებული ერთ-ერთი მოქალაქე გიო მიქელაძე, სოციალურ ქსელში მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს.
როგორც მიქელაძე წერს, მას შუბლის ძვლის მოტეხილობა,1 დახუჭული თვალი შეშუპებისგან და სისხლჩაქცევები სახის და თავის მარჯვენა ნაწილში აღენიშნება.
“შუბლი მაქვს გაბზარული, დაკავების შემდეგ დამასაჩუქრეს, და რატომ დამაკავეს ეგ ცალკე ყ*****, ოღონდ ვინმე დაეთრიათ არ ითვალისწინებდნენ მოტივი ქონდათ თუ არა,იმ დროს როცა მორიგი პოლიციელის გამოთრევას ცდილობდა ხალხი მოვყევი ჭყლეტვაში და რამდენიმე კარგად ნაჭამმა ძ***** (პოლიციელი, რედ.) შემითრია… ნუ შევეწინააღმდეგე მაგრამ აზრი აღარ ქონდა, როგორც კი კამერებს დავშორდი ტიპებმა ისე დამიშვეს რომ რაღაც მომენტში გავითიშე, აზრზე რომ მოვედი მიმათრევდნენ სახით ქვევით და ამ დროს მომხვდა ვიღაც სპეცრაზმელის ჩექმა… შედეგი მარტივად გასაგებ ენაზე შუბლის ძვლის მოტეხილობა,1 დახუჭული თვალი შეშუპებისგან და სისხლჩაქცევები სახის და თავის მარჯვენა ნაწილში… არ ვცდილობ ვიწუწუნო, ჩემი ფეხით შევედი განყოფილებაშიც და საავადმყოფოშიც, უბრალოდ მინდა ყველა ადამიანს გავაგებინო რომ 2019 წლის 21 ივნისის ღამეს, “ქართულმა ოცნებამ” დედა მ******** ხალხს, ჩაგვაფურთხა სულშიც და ქართველობაშიც.. ორი სიტყვით ნაც მოძრაობაზეც.. #თქვენიდ********* Nika Melia / ნიკა მელია Gregory Vashadze / გრიგოლ ვაშაძე გიორგი ბარამიძე/Giorgi Baramidze და ყველა ვინც კი იქ ხალხი დაგაზეთ შეტევაზე… ოცნებასთან ერთად აგებთ იმედია პასუხს ყველაფერზე, თუ არადა შ***** მაშინ იმ ქვეყანას სადაც ცხოვრობ და ცხოვრების ნახევარს მთავრობისგან მოყენებული სტრესებისგან და ჭრილობებისგან განკურნებას უნდები…” – წერს გუშინდელი აქციის დროს დაზარალებული გიო მიქელაძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს პარლამენტში მიმდინარე მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალურ სესიას რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვი უძღვებოდა.
პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეები სერგეი გავრილოვის პარლამენტის სავარძელში ყოფნასადა ფორუმის სპიკერობას აპროტესტებენ.
შუბლი მაქვს გაბზარული, დაკავების შემდეგ დამასაჩუქრეს, და რატომ დამაკავეს ეგ ცალკე ყლეობა,ოღონდ ვინმე დაეთრიათ არ…
Gepostet von Gio Mikeladze am Donnerstag, 20. Juni 2019