მთავარი სოციალური ქსელი

“მივმართავ ხელისუფლებას, თქვენსმიერ თავსმოხვეულ კოჰაბიტაციას მოჰყვა გუშინდელი პროტესტი”

“დიდება ღმერთს!!!

მივმართავ ხელისუფლებას!
თქვენსმიერ თავსმოხვეულ კოჰაბიტაციას მოჰყვა გუშინდელი პროტესტი.თქვენ გველი,ნაცების სახით შეიფარეთ იღლიაში.გველი რა გველია რომ არ ეკბინა?!ნაცებმა და მოსკოვმა ჩაგიტარეს კოხტად,საკუთარ თავს დააბრალეთ!ეხლა ჩემი და ჩემი თანამოაზრეების შუამდგომლობა მინდა გაგაცნოთ:სასწრაფოდ დღესვე გამოუშვით ის გულანთებული ახალგაზრდები,ვინც შეცდომაში იყვნენ შეყვანილი.სასწრაფოდ დაიწყეთ გამოძიება გასარკვევად,თუ ვინ დაგეგმა ეს პროვოკაცია ,ვინ შეუწყო ხელი საქართველოში ამ ყველაფერს და სასტიკად დაისაჯონ დამნაშავეები!
მოუწოდებ პატრიოტთა ალიანსს,ლევან ვასაძეს და ყველა ეროვნულ ძალებს შევიკრიბოთ პარლამენტის წინ და მოვითხოვოთ მათი განთავისუფლება”

ემზარ კვიციანი

“პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი

სოციალური ქსელი

შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს პარლამენტში მიმდინარე მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალურ სესიას რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვი უძღვებოდა.

პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეები სერგეი გავრილოვის პარლამენტის სავარძელში ყოფნასადა ფორუმის სპიკერობას აპროტესტებენ.

იტვირთბა....