ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ჩვენ მივიღეთ ბოდიში, რომელიც საქართველოს პარლამენტის რიგი წევრებისგან მოვისმინეთ – გავრილოვი

ჩვენ მივიღეთ ბოდიში, რომელიც საქართველოს პარლამენტის რიგი წევრებისგან მოვისმინეთ –  ამბობს დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი.

“ჩვენ იძულებულები ვიყავით, რომ პარლამენტი დაგვეტოვებინა და სასტუმროში გადავსულიყავით, სადაც სხდომა დავასრულეთ. ასამბლეამ მიიღო კოლექტიური გადაწყვეტილება, რომ ჩვენ ვასრულებთ ჩვენს სესიას, რადგანაც არ არსებობდა ასამბლეის მონაწილეთა უსაფრთხოების გარანტიები. ჩვენ მივიღეთ ბოდიში, რომელიც საქართველოს პარლამენტის რიგი წევრებისგან მოვისმინეთ,”- განაცხადა გავრილოვმა.

მისი მოსაზრებით, აუცილებელია, ქართველმა სამართალდამცველმა ორგანოებმა და გენპროკურატურამ ამ ექსტრემისტების პასუხისმგებლობის საკითხი დააყენოს. მათ შორის, ქართული პარლამენტის იმ დეპუტატებისაც, რომლებიც ფიზიკური დაპირისპირებით იმუქრებოდნენ.

შეგახენებთ, რომ გუშინ საქართველოს პარლამენტში მიმდინარე მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალურ სესიას რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვი უძღვებოდა.  ის ასამბლეის ფარგლებში ჩამოვიდა, რომელსაც ქართული მხრიდან ქართული ოცნების დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი უწევდა ორგანიზებას.  გავრილოვს 2008 წელს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოცხადებისთვის აქვს ხმა მიცემული.

ასევე შეგახსენებთ, რომ 19:00 საათზე მასშტაბური აქცია დაიწყო პარლამენტთან, რომლის მთავარი მოთხოვნაც, პასუხისმგებელი პირების, ირაკლი კობახიძისა და ზაქარია ქუცნაშვილისთვის გადადგომა იყო. რამდენიმე საათში შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა აქციის დაშლა რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით სცადეს, თუმცა მოქალაქეები მაინც აგრძელებდნენ პროტესტს. მოგვიანებით კი, პოლიციამ წყლის ჭავლები გამოიყენა და აქცია საბოლოოდ დაშალა.

იტვირთბა....