ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“პარლამენტის წინ დაშავებულ ორ ადამიანს თვალის ამოღება დასჭირდა” – “ნიუ ჰოსპიტალსის” დირექტორი

პარლამენტის წინ აქციის დროს დაშავებულ ორ ადამიანს თვალის ამოღება დასჭირდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ნიუ ჰოსპიტალსის“ დირექტორის, გიორგი კორძახია ადასტურებს.

როგორც კორძახიამ განაცხადა, კლინიკაში გუშინ 24 ადამიანი შეიყვანეს.

მისივე თქმით, 24-დან ოთხს ოპერაცია ჩაუტადა.

„ორს აღენიშნება თვალის მძიმე დაზიანება, რომელიც დამთავრდა ენუკლიაციით“, – განაცხადა გიორგი კორძახია

შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს პარლამენტში მიმდინარე მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალურ სესიას რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვი უძღვებოდა.

პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეები სერგეი გავრილოვის პარლამენტის სავარძელში ყოფნასადა ფორუმის სპიკერობას აპროტესტებენ.

იტვირთბა....