ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

აქციის მონაწილეთა ნაწილს პირღებინება და თავბრუსხვევა დაეწყო, დაშავებულები არიან სპეცრაზმის წევრებიც

პარლამენტის შენობის წინ ცრემლსადენი გაზის გაშვების გამო დემონსტრანტების ნაწილს პირღებინება, თავბრუსხვევა, სუნთქვის გართულება დაეწყო. ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს. აქციის მონაწილეები ერთმანეთს ეხმარებიან, რომ შეუძლოდ მყოფები სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანებამდე მიიყვანონ. დაშავებულებს შორის არიან როგორც აქციის მონაწილეები, ისე სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრები. ამ ეტაპზე დაშავებულთა ზუსტი ოდენობა უცნობია.

იტვირთბა....