ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“საფუძვლიანად გაბრაზებულ მოქალაქეებს მოვუწოდებ, დავრჩეთ მშვიდობიან ჩარჩოებში” – ბოკერია

„ევროპული საქართველოს“ წევრი, დეპუტატი გიგა ბოკერია პარლამენტის წინ შეკრებილებს მოუწოდებს, მშვიდობიან ჩარჩოებში დარჩნენ.

როგორც ბოკერიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, ისინი პროტესტს როგორც მოქალაქეები და პოლიტიკოსები შეუერთდნენ.

„ჩვენ, როგორც მოქალაქეები და პოლიტიკოსები შევუერთდით ამ პროტესტს. ჩვენ ყველას გვაქვს ერთიანი აღშფოთება იმ სამარცხვინო საქციელის ივანიშვილის რეჟიმის, რომელიც სიმბოლური აქტი იყო, დღეს რაც მოხდა, შეუშვეს პარლამენტში და თავმჯდომარის სკამზე იჯდა საქართველოს მტერი. მთლიანი პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, რომელმაც ეს სირცხვილი და ნაბიჯი გადადგა ქვეყნისთვის, შემდეგ გვაქვს უტიფარი პასუხები, რომელსაც ვისმენთ მთელი დღეა. პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება არ უნდა იმ ინსტიტუტის უფროსსაც კი, ვისი კონტროლის ქვეშაც მოხდა ეს. ეს არის ირაკლი კობახიძე, არა იმიტომ, რომ ის ცენტრალური ფიგურაა, ივანიშვილია ცენტრალური ფიგურა“, – განაცხადა დეპუტატმა, გიგა ბოკერიამ.

მისი თქმით, ამოცანა არის ხელისუფლების შეცვლა, რომელიც მშვიდობიანი გზით უნდა მოხდეს.

„ამ ხელისუფლების შეცვლაა ხალხის ამოცანა, რომელიც უნდა მოხდეს მშვიდობიანი არჩევნების გზით. დემოკრატიასთან მიახლოებული სტანდარტით, როცა ასეთი რამ ხდება, ვიღაცამ უნდა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, როცა ამას არ შვები, კიდევ ერთ სილას აწნავ საზოგადოებას.

რაც შეეხება საფუძვლიანად გაბრაზებულ მოქალაქეებს, მინდა, მოვუწოდო, რომ დავრჩეთ მთლიანად მშვიდობიან ჩარჩოებში, როგორც ეს იყო მთელი დღის განმავლობაში“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ამასთან, მისი თქმით, ხელისუფლება სამარცხვინოდ იქცეოდა, როცა დრეს პარლამენტში არ უშვებდა დეპუტატებს.

„პარლამენტში შეშვებასთან დაკავშირებით ხელისუფლება სამარცხვინოდ იქცეოდა დღეს, როცა არ უშვებდა დეპუტატებს, თუმცა აქ ვხედავთ, რომ მშვიდობიანი შესვლა ვერც მოხერხდება იმდენი პოლიციელია მობილიზებული. ამიტომ მოვუწოდებ მათ, მათი გადასაწყვეტია, რა გზას აირჩევენ, ჩვენ არ ვართ აქციის ორგანიზატორები, მაგრამ მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ამ ტიპის მოქმედებებისგან, ყველგან სადაც ეს შესაძლებელია. მოვუწოდებ პოლიციას, არ შეუწყონ ხელი ვითარების პროვოცირებას, როგორი პროვოკაციაც იყო ნიკა მელიას დაკავებისა“, – განაცხადა დეპუტატმა, გიგა ბოკერიამ.
წყარო – საქართველოს პირველი არხი

იტვირთბა....