„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას, განცხადებით, დაშლას მანამდე არ აპირებენ, ვიდრე არ გადადგებიან პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, შს მინისტრი გიორგი გახარია და სუს-ის უფროსი ვახტანგ გომელაური.
უგულავა რიგგარეშე პროპორციულ არჩევნების დანიშვნას ითხოვს.
„საქართველოში ცვლილებების დრო დადგა. ცვლილებები ხდება არჩევნებით, რომ არ მოგვპარონ არჩევნები, ამიტომ უნდა გადადგეს სამი პატიოსანი გვამი – კობახიძე, გახარია, გომელაური. თუ არადა, მერე ინანებს ის, ვინც ინანებს ბოლოს.
“თუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს არის პარტიული ინტერესები, მინდა ვუთხრა მას, რომ არის იდიოტი”, – განაცხადა უგულავამ