ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“მივმართავ პოლიტიკოსებად წოდებულ კრიმინალებს – თქვენ ვეღარასოდეს დაბრუნდებით” – ღარიბაშვილი

მინდა, მივმართო პოლიტიკოსებად წოდებულ კრიმინალებს – თქვენ განაჩენი გამოგიტანათ ქართველმა ხალხმა, რომ ვერასოდეს ვეღარ დაბრუნდებით ხელისუფლებაში. ახლა არის ჩვენი მმართველობა და გვაცადეთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, „იმედის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

„შეეშევით ამ პროვოკაციებს. ყველა თქვენი ქმედება, რომელიც იქნება გასული კანონისა და კონსტიტუციის ჩარჩოებიდან, მკაცრად იქნება რეაგირებული ჩვენი მხრიდან“,- განაცხადა ღარიბაშვილმა

შეგახსენებთ, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები სერგეი გავრილოვის პარლამენტის სავარძელში ყოფნასადა ფორუმის სპიკერობას აპროტესტებენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტში მიმდინარე მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალურ სესიას რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვი უძღვებოდ

იტვირთბა....