ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

პარლამენტის წინ საპროტესტო აქციისკენ მოსახლეობა რეგიონებიდანაც დაიძრა

საპროტესტო აქციაზე გამომსვლელების ცნობით, თბილისისკენ მოსახლეობა რეგიონებიდანაც დაიძრა. გამომსვლელები პოლიციას და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მოუწოდებენ ხალხის მხარეს დადგნენ. ინფორმაციას ამის შესახებ “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა მთავრობას ერთი საათი მისცეს, რომ გიორგი გახარია, ირაკლი კობახიძე და ვახტანგ გომელაური გადადგნენ, ის პირები, რომლებმაც ქვეყანაში სერგეი გავრილოვის შემოსვლა დაუშვეს.

მათი ინფორმაციით, უკიდურეს ვადამდე, 00:00 საათამდე გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, ისინი პარლამენტის შენობაში შევლენ.

იტვირთბა....