„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი ნიკა მელიმ, განაცხადა, რომ თუ ერთი საათის განმავლობაში არ გადადგებიან პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ხელმძღვანელი, ვახტანგ გომელაური, ისინი პარლამენტის შენობაში მშვიდობიანად შევლენ.
„მე მინდა გკითხოთ, რატომ უნდა ვიდგეთ ჩვენ პარლამენტის წინ და რატომ არ უნდა ვიყოთ პარლამენტის შენობაში“, – მიმართა ნიკა მელიამ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე მონაწილეებს.
შეგახსენებთ, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები სერგეი გავრილოვის პარლამენტის სავარძელში ყოფნასადა ფორუმის სპიკერობას აპროტესტებენ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტში მიმდინარე მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალურ სესიას რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვი უძღვებოდა.