მთავარი ციტატა

“არ არსებობდა იურიდიული საფუძველი, გავრილოვი საქართველოში არ შემოგვეშვა” – კობახიძე

“მსგავსი ფორუმები ჩვენი ქვეყნისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, ქვეყნის მთავარი პრობლემა არის ოკუპაცია, იმისათვის, რომ მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყნისათვის მიგვეწოდებინა ეს აზრი, მოცემული ფორუმი იყო ძალიან ხელსაყრელი პლატფორმა. სტუმართა ჩამოსვლის მიდგომა ეფუძნება კანონს ოკუპაციის შესახებ, რომელიც არის 2008 წელს მიღებული, წინა ხელისუფლების მიერ, კანონის მთავარი პუნქტი ითვალისწინებს, რომ პირი არ უნდა იყოს აფხაზეთისა და ცხინვალის ტერიტორიაზე შესული, არსებობდა ორი სტუმარი, რომლებიც ამ კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებდა და მათ ორივეს ეთქვა უარი საქართველოში შემოსვლაზე. გავრილოვს არ ჰქონდა აღნიშნული კანონი ოკუპაციის შესახებ დარღვეული და ამიტომ არ გვქონდა საფუძველი უარის თქმისა”

შეგახსენებთ,  პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები სერგეი გავრილოვის პარლამენტის სავარძელში ყოფნასადა ფორუმის სპიკერობას აპროტესტებენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტში მიმდინარე მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალურ სესიას რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვი უძღვებოდა.

რაკლი კობახიძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
“იმედის” ეთერი

იტვირთბა....