ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

“აღშფოთებას გამოვხატავთ საქართველოს რადიკალური პოლიტიკური ძალების მოქმედებების გამო” – კარასინი

აღშფოთებას გამოვხატავთ საქართველოს რადიკალური პოლიტიკური ძალების მოქმედებების გამო, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა, სააგენტო „რია ნოვოსტთან“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, პოლიტიკურმა ძალებმა მართლმადიდებელი სახელმწიფოების გამაერთიანებელი, მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფორუმი ანტირუსული განწყობების დემონსტრირებისთვის გამოიყენეს.

„მათი აგრესიული მოქმედებების გამო, ასამბლეის წევრი 25 ქვეყნის წარმომადგენელი დეპუტატები იძულებული გახდნენ, ვადამდე ადრე დაესრულებინათ მუშაობა“, – აღნიშნა კარასინმა.

გარდა ამისა, რუსი დიპლომატი ამბობს, რომ განვითარებული მოვლენების მიუხედავად, მოსკოვი მზადაა, გააგრძელოს მუშაობა რუსულ-ქართული ურთიერთობების ნორმალიზაციის მიმართულებით

შეგახსენებთ, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები სერგეი გავრილოვის პარლამენტის სავარძელში ყოფნასადა ფორუმის სპიკერობას აპროტესტებენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტში მიმდინარე მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალურ სესიას რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვი უძღვებოდა.

იტვირთბა....