სათავეში სხედან პუტინის პირდაპირი მონები, – განაცხადა პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.
მაჩალიკაშვილის აზრით, დღეს ხელისუფლება მოქმედებს ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტის დაკვეთით
„დღეს მთელს საქართველოში ხალხმა ვნახეთ, თუ რა ხდება. სათავეში სხედან პუტინის პირდაპირი მონები. ამიტომაც ვართ დღეს ჩვენც ყველანი ასეთ დღეში.
ივანიშვილი ციხეში! მაგის ყველა დამქაში ციხეში! მთელი ხელისუფლება ციხეში! სასამართლო ციხეში! პარლამენტი ციხეში! მთავრობა ციხეში! ყველა ერთად ციხეში! ამათი ადგილი ციხეშია და არა თავისუფლებაზე. ესენი მოქმედებენ პირდაპირ პუტინის დაკვეთით. ესენი ატარებენ საქართველოში რუსულ მეთოდებს, რუსულ პროპაგანდას. ესენი არიან ყველანი დასასჯელი და დასაჭერი. ესენი არიან ერთმანეთზე უარესი ნაძირალები“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.