ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“კობახიძის პასუხისმგებლობის საკითხთან დაკავშირებული ნებისმიერი მსჯელობა უადგილოა” – ოხანაშვილი

ნებისმიერი მსჯელობა, რომელიც ირაკლი კობახიძის პასუხისმგებლობის საკითხს უკავშირდება არის უადგილო,- განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა, ოპოზიციის მოთხოვნის კომენტირებისას ჟურნალისტებთან საუბრისას

ოხანაშვილის განმარტებით, ოპოზიციას მორალური უფლება არ აქვს მსგავსი მოთხოვნები გააჟღეროს და ეს მათი გადასაწყვეტი არაა.

„მათ მორალური უფლება არ გააჩნიათ ირაკლი კობახიძის პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციაზე ყოფნა-არყოფნის საკითხზე ილაპარაკონ. ეს მათი გადასაწყვეტი არაა, ეს მანდატი ჩვენ მოგვცა ჩვენმა ხალხმა და ჩვენ ჩვენი საზოგადოების ინტერესების შესაბამისად ვმოქმედებთ და ვიმოქმედებთ ყოველთვის“, – აცხადებს ანრი ოხანაშვილი.

მისივე თქმით, პარლამენტის თავმჯდომარემ გუშინდელ გამოსვლაზე ბევრი მნიშვნელოვანი გზავნილი გააჟღერა, რომ რუსეთი ოკუპანტია და საქართველო არ შეეგუება რუსეთის ოკუპაციას.

“ირაკლი კობახიძეს არ გადაუწყვეტია, რომ რუსეთის წარმომადგენელი წაიყვანდა სხდომას. ეს წინასწარ დაგეგმილი და შეთანხმებული არ ყოფილა. ჩვენი ინფორმაციით, ეს სხდომა უნდა წაეყვანა საბერძნეთის დელეგაციას, ეს სხდომა იყო ამ ფორმით დაგეგმილი. როგორ და ვინ მიიღო ასე სპონტანურად ასეთი გადაწყვეტილება, ამაზე ორგანიზატორებისგან ჩვენ და საზოგადოებას გვჭირდება პასუხები,“-აცხადებს ოხანაშვილი.

იტვირთბა....