“აქ პარტიული ინტერესების მიხედვით არ შევკრულვართ, ვიღაცას ვიღაცასთან სიამოვნებს, ან არ სიამოვნებს. მე მაგალითად, აქ უამრავ სახეს ვხედავ, ვისთანაც ერთად დგომაც არ მსიამოვნებს, მაგრამ ეს არის მეასე ხარისხოვანი, სახლში დავტოვე მე ჩემი პარტიაც და სხვა პოლიტიკური ინტერესები”
პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები სერგეი გავრილოვის პარლამენტის სავარძელში ყოფნასადა ფორუმის სპიკერობას აპროტესტებენ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტში მიმდინარე მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალურ სესიას რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვი უძღვებოდა.
ალეკო ელისაშვილი, თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრი და მერობის ყოფილი კანდიდატი
“ტვ პირველის” ეთერი