მთავარი ციტატა

არ ვიცი ჩემი შვილის სურათს როგორ შევხედო – გიგა ოთხოზორიას დედა პარლამენტში რუსი დეპუტატების ყოფნას ეხმაურება

მე გიგა ოთხოზორიას დედა რომც არ ვიყო, უკიდურესად მიუღებელია, ოკუპაციის პირობებში, რუსეთის დუმის დეპუტატების ხილვა საქართველოში და ქვეყნის პარლამენტში. რა პასუხს გასცემენ იმ დედებს, რომლებსაც რუსეთ-საქართველოს ომის დროს შვილები დაეღუპათ. მე არასოდეს არ დამიფიქსირებია ჩემი აზრი ხმამაღლა, მაგრამ ის რაც დღეს მთავრობამ გააკეთა, მიუღებელია. ახლა ამბობენ, რომ რუსი დეპუტატების ჩამოსვლა მათთან შენთანხმებული არ იყო, აბა ვის ჰკითხეს უბრალო მოქალაქეს? დღეს მათი საქციელით მთელი ქვეყანა შეძრულია. ლამის გული გამიჩერდეს, არ ვიცი ჩემი შვილის სურათს როგორ შევხედო

გიგა ოთხოზორიას დედა, ჯულიეტა ჭანტურია, დღეს პარლამენტში რუსი დეპუტატების ყოფნას ეხმაურება.

წყარო – ინტერპრესნიუსი

იტვირთბა....