პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები გავრილოვის საქართველოს პარლამენტში ყოფნასა და იქ პარლამენტის სავარძლიდან ფორუმის სპიკერობას აპროტესტებენ.
აქციაზე იმყოფებიან პოლიტიკური პარტიის წევრები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და მოქალაქეები.
აქციის მიმდინარეობისას შეუძლოდ გახდა “ნაციონალური მოძრაობის” წევრი სალომე სამადაშვილი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტში მიმდინარე მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალურ სესიას რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვი უძღვებოდა.