Tbilisi Open Air-ის კარი ხვალ, 19 ივნისს გაიხსნება. ფესტივალი უკვე მეოთხე წელია Lisi Wonderland-ში იმართება.
ფესტივალის ტერიტორიაზე შემოსვლა შესაძლებელი შუადღის სამი საათიდან იქნება.
თბილისის მერიის დახმარებით, ფესტივალის დღეებში (21-23 ივნისი) დელისის მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიიდან ფესტივალის შესასვლელამდე და უკან, 10-15 წუთის ინტერვალით, უფასოდ იმოძრავებს მუნიციპალური ავტობუსები. ყოველდღე 14:00-დან (პირველ დღეს 13:00-დან) 03:00-მდე.
ფესტივალზე იმუშავებს დაკარგული ნივთების პუნქტი. პუნქტი მდებარეობს ტერიტორიის შესასვლელთან. ასე რომ, თუკი ფესტივალის მიმდინარეობისას რაიმე ნივთს დაკარგავთ, ან სხვისას იპოვით, შეგიძლიათ, მოგვაკითხოთ.
Tbilisi Open Air 2019-ზე მოსახვედრად აუცილებელია, რომ თქვენი ბილეთი ტერიტორიის შესასვლელშივე გადაცვალოთ სამაჯურში.
⚠ სამაჯურის ტარება აუცილებელია!
⚠️ სამაჯურის თვითნებური დაზიანების/მოხსნის შემთხვევაში, თქვენ არ გექნებათ სამაჯურის გადაცვლის შესაძლებლობა და შესაბამისად, არ დაიშვებით ფესტივალის ტერიტორიაზე.
⚠️ სამაჯურის ზედმეტად გადაჭერის ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემის მოსაგვარებლად, შეგიძლიათ, მიმართოთ Troubleshoot-ს, ფესტივალის შესასვლელთან.
⚠️ სამაჯურის გაცვლა დასაშვებია მხოლოდ ორგანიზატორის მეთვალყურეობის ქვეშ!
🎫 21, 22 და 23 ივნისს ბილეთები გაიყიდება ადგილზე, საფესტივალო ქალაქის შესასვლელში.
🌞 დღიური ბილეთის მფლობელებს შეუძლიათ მხოლოდ იმ კონკრეტული დღისა და ღამის განმავლობაში ფესტივალზე დასწრება.
🌚 ღამის ბილეთის მფლობელები ფესტივალზე შემოსვლას მხოლოდ იმ კონკრეტული საფესტივალო დღის შესაბამის დროს (00:30-დან) შეძლებენ.
⛺ კემპინგის ზონაში აუცილებელია, როგორც დღიური ბილეთის/აბონემენტის შესაბამისი სამაჯურის, ასევე სპეციალურად კემფინგის ზონისთვის განკუთვნილი სამაჯურის ტარება.
⚠️ აბონემენტის მფლობელებმა აუცილებელია, გაითვალისწინოთ, რომ სამაჯური უნდა ატაროთ მთელი ფესტივალის განმავლობაში.
ფესტივალის ბილეთების შეძენა შეგიძლიათ მისამართზე www.tkt.ge/OpenAir, ფილარმონიის სალაროებში და ფესტივალის ტერიტორიაზე.
აბონემენტის ღირებულება 180 ლარს შეადგენს, დღიური ბილეთი – 75 ლარი, ღამის ბილეთი – 35 ლარი.
ფესტივალი 21, 22 და 23 ივნისს Lisi Wonderland-ში გაიმართება. ფესტივალის ჰედლაინერები არიან Franz Ferdinand, Mogwai, UNKLE, Rhye, David August, The Subways, Michelle Gurevich, 1200 Micrograms, ‘მწვანე ოთახი’. საერთო ჯამში – 70-მდე შემსრულებელი.