„კატეგორიულად მიუღებელია ის, რაც ხდება პარლამენტში და ეს შეხვედრა აუცილებლად უნდა შეწყდეს. აუცილებლად უნდა გადაიდოს – განაცხადა თბილისი მერმა, კახა კალაძემ, “ფეისბუქის“ ლაივ ჩართვის დროს.
„კატეგორიულად მიუღებელია ის, რაც ხდება პარლამენტში და ეს შეხვედრა აუცილებლად უნდა შეწყდეს. აუცილებლად უნდა გადაიდოს. კატეგორიულად მიუღებელია ის ყველაფერი, რაც ხდებოდა. ალბათ მოგვიანებით, ყევლაფერი გაირკვევა, რა მოხდა და რასთან გვაქვს საქმე. თუმცა, ალბათ წინასწარ უნდა გვეფიქრა იმაზე, ამ შეხვედრის ჩატარება საერთოდ შეიძლებოდა თუ არა პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში. არ არის მისაღები რაც დღეს ხდება და რა თქმა უნდა, ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება“, – განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ რუსმა დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა. საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის რიგით 26-ე სესია გაიხსნა. სესიას მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პრეზიდენტი, რუსეთის დუმის დეპუტატი “კომუნისტური პარტიიდან” სერგეი გავრილოვი უძღვება, რომელსაც გუშინ სახელმწიფო ცერემონიების სასახლესთან საპროტესტო აქციით შეხვდნენ.
ბიძინა ივანიშვილი პარლამენტში მიმდინარე მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალურ სესიას საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს იყო პროტოკოლური შეცდომა, რომლის პოლიტიკური მნიშვნელობა, სამწუხაროდ, ორგანიზატორებმა ვერ გაითვალისწინეს.