aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

გურამ ფალავანდიშვილი დააკავეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ჰომოფობიური აქციების ორგანიზატორი, გურამ ფალავანდიშვილი დააკავეს. ამის შესახებ “მეტრონომს” ინფორმაცია შსს-ში განუცხადს.

“უკანონო ფორმირების შექმნის, ხელმძღვანელობის და მასში გაწევრიანების ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, პოლიცია გურამ ფალავანდიშვილთან, გამოკითხვაზე დაბარების მიზნით, უწყების ჩასაბარებლად მივიდა. ფალავანდიშვილმა სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. პოლიციამ ის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავა, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს”, – აცხადებენ შსს-ში.

ფალავანდიშვილი “თბილისი პრაიდის” წინააღმდეგ გამართული აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო.

იტვირთბა....