მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის დელეგატები პარლამენტის შენობას ტოვებენ. როგორც ანსამბლეის წარმომადგენელმა განაცხადა, სესია პარლამენტში აღარ გაგრძელდება.
ამასთან, როგორც უმრავლესობის წევრმა და საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში ქართული დელეგაციცის ხელმძღვანელმა ზაქარია ქუცნაშვილმა აღნიშნა, რომ სესია სხვაგან გაგრძელდება, თუმცა სად, ეს ქუცნაშვილს არ დაუკონკრეტებია.
მან ასევე განაცხადა, რომ სწორი იქნებოდა, თავიდანვე სხვა შენობა შერჩეულიყო.
ასევე, “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა სალომე სამადაშვილმა, 19:00 საათზე პარლამენტის წინ აქცია დააანონსა და მოსახლეობას მოუწოდა ქუჩაში გასვლისკენ.
შეგახსენებთ, რომ რუსმა დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა. საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის რიგით 26-ე სესია გაიხსნა. სესიას მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პრეზიდენტი, რუსეთის დუმის დეპუტატი “კომუნისტური პარტიიდან” სერგეი გავრილოვი უძღვება, რომელსაც გუშინ სახელმწიფო ცერემონიების სასახლესთან საპროტესტო აქციით შეხვდნენ.