მთავარი ციტატა

ქვეყანაში ერთადერთი ოფიციალური პირი, რომელსაც სახელმწიფოებრივი თავმოყვარეობა აღმოაჩნდა, საქართველოში უკრაინის ელჩი იყო – ხიდაშელი

ძალიან სამწუხარო მოვლენაა. გუშინ აღმოჩნდა, რომ ამ ქვეყანაში ერთადერთი ოფიციალური პირი, რომელსაც სახელმწიფოებრივი თავმოყვარეობა აღმოაჩნდა, საქართველოში უკრაინის ელჩი იყო და არა საქართველოს ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელი. დიდი პატივისცემა უკრაინის ელჩს, მაგრამ ძალიან დიდი სირცხვილია, როდესაც ასეთ მოვლენასთან გვაქვს საქმე. არავითარი პრობლემა არ არსებობდა, არც თეორიული, არც პოლიტიკური, არც სამართლებრივი, რომ გავრილოვი საქართველოში უბრალოდ არ შემოეშვათ. ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერ მესაზღვრეს შეუძლია ნებისმიერ ადამიანს უარი უთხრას საზღვრის გადაკვეთაზე, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ რუსი დეპუტატი, სერგეი გავრილოვმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა. საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის რიგით 26-ე სესია გაიხსნა. სესიას მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პრეზიდენტი, რუსეთის დუმის დეპუტატი “კომუნისტური პარტიიდან” სერგეი გავრილოვი უძღვება, რომელსაც გუშინ სახელმწიფო ცერემონიების სასახლესთან საპროტესტო აქციით შეხვდნენ.

იტვირთბა....