“პოლიტიკოსს არ აქვს უფლება, იყოს სუსტი, მით უმეტეს, კაპიტულაციური პოზიცია ეჭიროს, რომ გავნადგურდი. ჩვენ კიარ უნდა გავნადგურდეთ, უნდა გავძლიერდეთ. ჩვენ უნდა ვიბრძოდეთ და არა იმის გამო, რომ სადღაც რუსს დავინახავთ, გავნადგურდეთ… მე არ ვიზიარებ ამ შეხედულებას, რომ ჩვენ იმის გამო, რომ სადმე რუსს თუ დავინახავთ, უნდა გავნადგურდეთ. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესი ყველა ფრონტზე და ყველა ეტაპზე”
ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი თანაგუნდელის თამარ ჩუგოშვილის განცხადებას, სადაც ვიცე-სპიკერმა თქვა, რომ რუსი დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ნახვამ გაანადგურა;