მთავარი ციტატა

გავრილოვს აკრძალული აქვს უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა – კანდელაკი

მინდა გამოვეხმაურო გუშინ საქართველოში უკრაინის ელჩის დემარშს. ცხადია, რუსი დეპუტატების საქართველოში შემოშვება, განსაკუთრებით, გავრილოვის, არის უმწვავესი თემა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე მისი ყოფნა არის წაბილწვა ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტების და სახელმწიფო სიმბოლოების. ეს ადამიანი მონაწილეობდა აფხაზეთში, საქართველოს წინააღმდეგ ომში, გასაგებია, რომ გადამფრენ ფრინველებს არ აკვირდებოდა აფხაზეთში, მაშინ როცა იბომბებოდა სოხუმი, როცა ათასობით ჩვენი თანამოქალაქე დაიღუპა აფხაზეთში, ეს პიროვნება იყო იქ. ამ ხალხის საქართველოში შემოშვებით „ქართულმა ოცნებამ” მიაფურთხა უკრაინის სუვერენიტეტს, რადგან ყველა ამ წევრს აკრძალული აქვს უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა. საქართველოს მთავრობამ გავრილოვის შემოშვებით თქვა, რომ ამ ხალხის აქტივობა უკრაინაში მისთვის მისაღები

განაცხადა „ევროპული საქართველოს” წევრმა, დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა.

შეგახსენებთ, რომ რუსი დეპუტატი, სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა.

საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის რიგით 26-ე სესია გაიხსნა. სესიას მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პრეზიდენტი, რუსეთის დუმის დეპუტატი “კომუნისტური პარტიიდან” სერგეი გავრილოვი უძღვება, რომელსაც გუშინ სახელმწიფო ცერემონიების სასახლესთან საპროტესტო აქციით შეხვდნენ.

იტვირთბა....