ის, რომ გავრილოვი დომინირებს და სპიკერი გახდა პროცესის, სერიოზული კითხვის ნიშნები ჩნდება. თუ ვსაუბრობთ და ვთანხმდებით ყველა, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია, ამაზე მუდმივად უნდა გვქონდეს პოლიტიკური რეაგირება, – ასე აფასებს ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში გია ხუხაშვილი საქართველოს პარლამენტში მიმდინარე მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალურ სესიას, რომელსაც რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვი უძღვება.
ხუხაშვილის განცხადებით, ეს ფაქტი, პოლიტიკური ნონსენსია.
“რბილად რომ ვთქვათ, რეალობა არაორდინალურია. იმედია, გავრილოვს ოკუპაციის შესახებ კანონი არ აქვს დარღვეული და პრინციპში, ფორმალური, კანონიერი საფუძველი იმისა, რომ მას ამ ფორუმში მონაწილეობა არ მიეღო არ არსებობს, მაგრამ ის, რომ გავრილოვი დომინირებს და სპიკერი გახდა პროცესის, სერიოზული კითხვის ნიშნები ჩნდება. თუ ვსაუბრობთ და ვთანხმდებით ყველა, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია, ამაზე მუდმივად უნდა გვქონდეს პოლიტიკური რეაგირება. როდესაც სპიკერობას ოკუპანტი მხარის წარმოამდგენელს ვანდობთ, საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატს, პოლიტიკური ნონსენსია”, – აცხადებს ხუხაშვილი.