“ის განცხადებები, რომელიც შეეხება პოლიციაზე თავდასხამს და ძალადობრივ ქმედებებს, არის სრულიად უკანონო და შსს-ის რეაგირება აუცილებლად მოჰყვება ამ ყველაფერს და უკვე მიმდინარეობს გამოძიება. ჩვენ გამოცდილება გვაქვს, 2013 წელს, 20000 აგრესიულად განწყობილი მოქალაქეთა ძალა იყო მიმართული უმცირესობათა წინააღმდეგ და ეს არ არის ცოტა. ასეთ დროს პოლიციას ძალიან გაუჭირდება მუშაობა, თუმცა, მე დარწმუნებული ვარ, ყველანაირად ეცდება შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომ იმუშაოს ეფექტურად და გამოხატვის თავისუფლება იქნება უზრუნველყოფილი.
თუ “პრაიდის” ჩატარებას ორგანიზატორები მაინც გადაწყვეტენ, იმედი მაქვს, ჩვენი მოქალაქეები, როგორც ერთ მხარეს, ისე მეორე მხარეს, გონიერებას მოუხმობს ამ შემთხვევაში”
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში, მინისტრის მოადგილეებსა და პრაიდის ორგანიზატორებს შორის შეხვედრა შედგა. მხარეების მიწვევით შეხვედრაზე იმყოფებოდა სხალხო დამცველი. შეხვედრაზე საუბარი იყო უსაფრთხოების საკითხებზე, ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით.
თამარ ჩუგოშვილი, პარლმენტის ვიცე-სპიკერი
“პალიტრანიუსის” ეთერი