ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“მერაბიშვილის ადგილზე გირგვლიანის საქმის გამო, ალბათ, გადავდგებოდი” – ადეიშვილი

საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ადეიშვილი, რომელიც ამჟამად თავს საზღვარგარეთ აფარებს, ამბობს, რომ გირგვლიანის მკვლელობის დროს, შინაგან საქმეთა მინისტრი რომ ყოფილიყო, გადადგებოდა.

ამის შესახებ ადეიშვილი “რუსთავი 2” – ის დიექტორის, ნიკა გვარამიას, პერსონალურ იუთუბ არხზე გამოქვეყნებული ინტერვიუს ანონსისას საუბრობს, რომელიც 19 ივნისს გამოქვეყნდა.

გვარამიას შეკითხვაზე, ვანო მერაბიშვილის ადგილზე შენ რომ ყოფილიყავი შინაგან საქმეთა მინისტრი, გადადგებოდი გირგვლიანის ქეისის შემთხვევაში, ადეიშვილის პასუხია – “ალბათ, კი”.

იტვირთბა....