“მისი (გავრილოვის) პრეზიდენტის სასახლეში გამოსვლა არის კატასტროფა და რუსული რბილი ძალის წინ გადადგუმლი ნაბიჯი. ოკუპაციის კანონი არსებობს, “ოთხოზორია-ტატუნაშვილის” სია გაკეთდა და ამ საკითხების კანონის ფარგლებში მოქცევა, რომ ის ადამიანები იარაღით ხელში ქართველებს კლავდნენ, არის შეურაცხყოფა. ვხედავთ, რომ რუსეთი სულ უფრო კრეატიული ხდება რბილი ძალის გამოყენებისას. აქამდე ამას უნიჭოდ აკეთებდა,ხოლო ახლა ტაქტიკა შეცვლილია, დახვეწილია და არამარტო საქართველოსკენ არის მიმართული, არამედ რუსები გავლენას ახდენენ ამერიკულ საზოგადოებაზე, ევროპაზე, ეს არის ტაქტიკა, დაყავი და იბატონე, დააპირისპირე ერთამენთს და ამ დაპირისპირებაში შეასუსტე სახელმწიფო”
არანაირი დისკომფორტი არ მაქვს, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემს სამშობლოში ვარ – ამის შესახებ რუსეთის დუმის დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. შეგახსენებთ, გავრილოვი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში მიმდინარე მიღებაზე იმყოფება, რომელიც სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში მიმდინარეობს.
გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი
“ტვ პირველის “ეთერი