“გამომდინარე ჩვენი ბოლო პერიოდის ისტორიიდან, არასდროს გვიჭირდა არა მარტო სიტყვით, არამედ საქმით ნაბიჯების გადადგმა ერთმანეთის წინააღმდეგ. შესაბამისად, უნდა ვუფრთხოდეთ ამ შემთხვევებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ასეთ მაღალ ტემპერატურას აღწევს. უნდა ვეცადოთ, კატასტროფული დარტყმა არ მივაყენოთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს მომავალს და ჩვენს სამშობლოს. ამწუხაროდ, ჩვენი ისტორია, რატომღაც, იმას გვაჩვენებს, მომ არ გვიჭირს ერთმანეთის გასანადგურებლად დარაზმვა, საჭიროა, რომ საზოგადოება ერთმანეთთან შევიდეს დიალოგებში და არა – დაპირისპირებაში”
შეგახსენებთ, 17 ივნისს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებსა და “თბილისი პრაიდის” ორგანიზატორებს შორის შეხვედრა გაიმართა. სახალხო დამცველის განცხადებით, შსს-ს პოზიციაა, რომ პრაიდი არ ჩატარდეს. ლომჯარიას განცხადებით, შსს ღია სივრცეში უსაფრთხოების გარანტიებს ვერ იძლევა
გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი
“ტვ პირველის” ეთერი