“თბილისი პრაიდის” ორგანიზატორმა გიორგი თაბაგარმა “მეტორნომთან” საუბრისას განაცხადა, რომ “თბილისი პრაიდის” ორგანიზატორებმა ოფისი დატოვეს.
“რა თქმა უნდა, დავტოვეთ ოფისი, ევაკუაცია გავაკეთეთ ეგრევე. არ ვიცით სად არიან ის ადამიანები, მაგრამ ჩვენ დავტოვეთ ოფისი”, – აცხადებს თაბაგარი.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში “თბილისი პრაიდის” ოფისთან ბიზნესმენ ლევან ვასაძის მხარდამჭერები აქციას მართავენ და ოფისის დახურვას ითხოვენ.