ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

23 ივნისამდე საქართველოში წვიმა, სეტყვა და ძლიერი ქარია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20-22 ივნისს საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩუნდება ამინდის არახელსაყრელი პირობები. დროგამოშვებით იწვიმებს ელჭექით (ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში), ზოგან ძლიერად, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მომატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ – ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს

იტვირთბა....