ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში თავის მოქალაქეებს თბილისში, 22 ივნისს დაგეგმილ “ღირსების მარშთან” დაკავშირებით აფრთხილებს

.

საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ LGBTQI თემის წევრები და მხარდამჭერები  შაბათს, 22 ივნისს, თბილისში პრაიდის კვირეულის აღნიშვნას პრაიდით ან/და საჯარო ღონისძიებით გეგმავენ. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, წარსულში თემის წარმომადგენლებისა და აქტივისტების მსგავსმა საჯარო ღონისძიებამ კონტრდემონსტრანტების ცხარე და ზოგ შემთხვევაში ძალადობრივი პასუხი გამოიწვია და შესაბამისად, სასურველია, აშშ-ის სამთავრობო უწყებების თანამშრომლებმა თავი აარიდონ ისეთ ადგილებს, სადაც საზოგადოების ფართო მასები იკრიბებიან.

განცხადებაში რჩევების ჩამონათვალიც არის მოცემული:

  • თავი აარიდეთ დემონსტრაციას;
  • მიიღეთ უსაფრთხოების ზომები თუ მოხვდებით დიდ თავყრილობასთან ან საპორტესტო აქციასთან ახლოს;
  • სიახლეების მისაღებად თვალი ადევნეთ ადგილობრივ მედიას;
  • ითხოვეთ დახმარება.

 

 

 

იტვირთბა....