“დღეს ვხვდები, იმაზე მეტ განსაცდელშია ქვეყანა, ვიდრე ჩემ ოჯახს მოუვლინა უფალმა.
დედებო , მამებო, ბებიებო, ბაბუებო, დებო, ძმებო, საჯარო თუ არა საჯარო მოხელეებო, მთავრობა თუ ოპოზიცია, არასამთავროებო.და ყველა საქართველოს სრულუფლებიანო მოქალაქე!!!!!
განურჩევლად რელიგიური მრწამსისა!!!
ეს არ არის პოლიტიკური ბრძოლა!!!!
საქრთველო კარგავს საუკუნეების ისტორიას.მტერმა რაც პირდაპირ მახვილით ვერ დაგვაკლო, დღეს გვერდის ავლით გვითელავს ქართველობას.
ქვეყანა რელიგიური და ტრადიციული გენოციდის წინაშე დგას და უფრო დიდი განსაცდელი წინ გველოდება, თუ ამ უმსგავსობის აღმოფხვრაში ყველამ ხელი არ ჩავკიდეთ ერთმანეთს.
ჩვენი ქართველური და ტრადიციული უფლებები გაცილებით უფრო მეტად ირღვევა!!!!
მესმის,რომ კოსტიტუცია გვავალდებულებს არ შევუშალოთ ხელი სიტყვის თავისუფლებას, მაგრამ ეს არ არის სიტყვის თავისუფლება.სიტყვის თავისუფლება არ უნდა თელავდეს ჩვენ დაწერილ და დაუწერელ ტრადიციებს, ასევე ქართველურ წეს-ჩვეულებებს, რამაც დღემდე მოგვიყვანა!!!
დიდი გამოცდის წინაშე დადგა ჩვენი ერი!!!
ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო!!!!”
ზაზა სარალიძე სოციალურ ქსელში “თბილისი პრაიდთან” დაკავშირებით წერს;