“ალექსანდრე დუგინი მე გავიცანი მას შემდეგ, რაც გავიგე, რომ ამბობდა საშინელ რაღაცებს საქართველოზე. ეს იყო 2015 წელს. მე ეგ კაცი გავიცანი იმისთვის, რომ ამეხსნა მისთვის, როგორც მთავარი რუსი კონსერვატორისთვის და “ველიკო დერჟავნიკისთვის”, რომ რუსეთის სახელმწიფოს ინტერესებშია არა დანაწევრებული და მტრული სახელმწიფო, არამედ მეგობრული და ერთიანი საქართველო. შეგიძლიათ, ნახოთ რეებს ლაპარაკობს დუგინი 2015 წლამდე საქართველოზე და 2016 წლის შემდეგ და შეგიძლიათ, შეადაროთ – შევძელი თუ არა ერთმა პატრიოტმა ქართველმა ყველა ნაციონალურად განწყობილმა რუსი კონსერვატორის შემოტრიალება. ჩავთვალე, რომ თუ რუსი კონსერვატორების მთავარ რუპორს მოვთოკავ, დავუმეგობრებ საქართველოს და ავუხსნი, რომ ეს არის სწორი, მაშინ ის კაცი იძლევა რუსეთში პატრიოტიზმის ვალიდაციას და აწი, დუგინის ბოლო განცხადებების მერე, ვინც არ ეთანხმება მას, უნდა აჯობოს დუგინს პატრიოტზმში. მავთულხლართებთან მირბენას და უკანალების ჩვენებას ოკუპანტებისთვის, უნდა ვმუშაობდეთ ასე”
ბინესმენი ლევან ვასაზე ვერის ბაღში გამართულ აქციაზე ჟურნალისტის კითხვაზე ალექსანდრე დუგინთან მეგობრობის კითხვის კომენტირებისას;