მთავარი ციტატა

“ოთხოზორია რომ საზღვარზე ჩაგვიცხრილეს, მაშინ არ შეგელახათ თავმოყვარეობა?”

“ძლიერ ქრისტიანს ბოროტის არ ეშინია, ის სინათლის გამრავლებაზე ზრუნავს და ასე განსდევნის ბნელს, და არა ჰაერში უმისამართოდ ხელების ქნევით. :))))

როგორც ყოველთვის, საზოგადოების დიდი ნაწილი მიკერძოებულია მსჯელობისას.
ამიტომ, არანაირი სურვილი არ მაქვს პრაიდის თემებში ჩართვის.
ერის პრობლემა განათლება და ანალიზის არ ქონაა, და სჯობს ცნობიერების ამაღლებაზე, მათი უკიდურესად ცუდი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ვიზრუნოთ ჯერ, და მერე სხვა დანარჩენი მოვთხოვოთ.

სრულიად სხვა და სხვა ნაპირზეა ორივე მხარე, და მათით მანიპულირებენ გონიერი ძალები.
ზოგიც ერთობა და, უმუშევრობით დაგროვილ ენერგიებს ხარჯავს.

მართლა მაინტერესებს, ოთხოზორია რომ საზღვარზე ჩაგვიცხრილეს, მაშინ არ შეგელახათ თავმოყვარეობა?

ამ კითხვას რომ ვსვავ, წინასწარ ვიცი პრაიდის მომხრედ შემრაცხავენ.
აქ არც პრაიდია მთავარი, არც ვასაძე, ჩვენი, საკითხების არ ცოდნით მანიპულირების საშუალებას რომ ვაძლევთ სხვა და სხვა ძალებს პრობლემა მანდაა”.

დედა სიდონია

იტვირთბა....