ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

მიშელ პლატინი გაათავისუფლეს

UEFA-ს ყოფილი პრეზიდენტის, მიშელ პლატინის გამოკითხვა დასრულდა და ის რამდენიმე საათიანი გამოკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს. ამის შესახებ BBC წერს.

REUTERS

საფრანგეთში კორუფციის საქმეზე უეფას ყოფილი პრეზიდენტი მიშელ პლატინი დააკავეს. ანტიკორუფციული სააგენტოს გამომძიებლებმა პლატინი უკვე გამოკითხეს.

პლატინის დაკავება 2022 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყნად კატარის არჩევას უკავშირდება. კატარმა მსოფლიო ჩემპიონატის გამართვის უფლება 2010 წლის დეკემბერში ფიფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე მოიპოვა. მასპინძელი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად აშშ, სამხრეთ კორეა, ავსტრალია და იაპონიაც იბრძოდნენ.

მალე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტურნირის მასპინძელი ქვეყანა კორუფციული სქემით აირჩიეს.

მიშელ პლატინი უეფას 2007-2015 წლებში ხელმძღვანელობდა

იტვირთბა....