მინდა ჩვენს მხარდამჭერებს, საპროტესტო მოძრაობას მოვუწოდო, რომ კომბლები შეაწყონ სხვენში – ლევან ვასაძე ვიდეო მიმართვას ავრცელებს.
„მინდა გაგიკეთოთ ერთ-ერთი ძალიან დიდი საჩუქარი. მეტი საჩუქარი არ იქნება და გეშინოდეთ თუ გამოიწვევთ არეულობას ქვეყანაში. მინდა ჩვენს მხარდამჭერებს, საპროტესტო მოძრაობას მოვუწოდო, რომ კომბლები შეაწყონ სხვენში. როგორც გახსოვთ, კომბლები არასდროს არ იყო განკუთვნილი ამ უბედური მამათმავლებისდა მათი პროპაგანდისტებისთვის.” – განაცხადა ვასაძემ.
ვასაძის თქმით, კომბლებს მაშინ გამოიყენებენ, როდესაც მოვა მთავრობა, რომელიც პრაიდის ჩატარებას გაბედავს.
“ეს იყო იმ შემთხვევისთვის თუ პოლიცია ჩვენ შეგვდგებოდა წიხლებით და დაგვიწყებდა ცემას, მაგრამ რადგან შსს-მ თქვა, რომ პრაიდი არ იქნება, მე არ მაინტერესებს მამათმავლები რას ჭიჭყინებენ და რადგან მათ ეს სიტყვა პირველ დღეს შეგვისრულეს თუ გახსოვთ, გავაუქმეთ ქუჩების პატრულირება. აი, ახლა ბოლო საჩუქარი ჩვენგან სახელმწიფოს: კომბლები სხვენში! ჩამოვიღოთ მაშინ, როცა მოვა ის მთავრობა, რომელიც კიდევ ერთხელ გაგვიბედავს, რომ პრაიდს ჩაგიტარებთ. ჩვენ იქ მოვალთ შიშველი ხელებით, ხელზე თეთრი ცხვირსახოცებით“,- აცხადებს ვასაძე ვიდეო მიმართვაში.
შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ვერის ბაღში მისი ორგანიზებით, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ისინი [თბილისი პრაიდზე] კომბლებით იქნებიან შეიარაღებული.