პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის უფროსად ჟურნალისტი მაგდა ანიკაშვილი ოფიციალურად დაინიშნა.
საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ოთხი განყოფილებისგან შედგება:
პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერობის ვებპორტალის განვითარების განყოფილება; მედიამონიტორინგისა და ანალიზის განყოფილება; პრესცენტრი; საზოგადოებასთან ურთიერთობისა და სამოქალაქო ღონისძიებათა დაგეგმვის განყოფილება.
შეგახსენებთ რომ მაგდა ანიკაშვილი ყოფილი დეპუტატია. ის, 2008-2012 წლებში იყო საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის პარტიული სიით.