მთავარი ციტატა

მშვიდობიანი მოქალაქეების დარბევა არის კრიმინალი და იმედია, კრიმინალს შსს პასუხს გასცემს – სახალხო დამცველი

“ყველას აქვს აზრის გამოხატვის უფლება, ოღონდ ეს გამოხატვა უნდა იყოს მშვიდობიანი და გამოხატვა არ არის, თუკი მისი მიზანია დაარბიონ მშვიდობიანი მოქალაქეები და მათი უფლებები შეზღუდონ. ეს არის კრიმინალი და იმედია, კრიმინალს შსს გასცემს შესაბამის – ადეკვატურ პასუხს. მე ვიქნები ყველგან, სადაც შეექმნება საფრთხე ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლებას. ჩემთვის ცნობილი არ არის, სად და რა ფორმით იმართება ეს ღონისძიება, მაგრამ ვიქნები ყველგან, სადაც საჭიროა ადამიანის უფლებების დაცვა

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ, “ღირსების მარშის” და მის მოწინააღმდეგეთა მიერ მოსალოდნელი საფრთხეების თაობაზე ისაუბრა.

იტვირთბა....