საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრები და საინიციატივო ჯგუფის წევრები მზად ვართ, ყოველგვარი სასყიდლის გარეშე დავიცვათ ჭეშმარიტად ქართველების კანონიერი უფლებები და ინტერესები – განაცხადა ლევან ვასაძის თანამოაზრეების ადვოკატმა, დავით ცინცქილაძემ და ადვოკატთა საინიციატივო ჯგუფის შექმნა დაანონსა.
„საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრები და საინიციატივო ჯგუფის წევრები მზად ვართ, ყოველგვარი სასყიდლის გარეშე დავიცვათ ჭეშმარიტად ქართველების კანონიერი უფლებები და ინტერესები, ვინც მოძალადეების, ლესბოსელების, მამაძაღლების, უკუღმართების დემონსტრაციებსა და გალა-კონცერტებს ეწინააღმდეგება. თუ სახელმწიფო არ უზრუნველყოფს საზოგადოებრივი მორალის, უსაფრთხოების, წესრიგის დაცვას, მაშინ ქართველი ხალხი თავად დაიცავს ამ წესრიგს. სახელმწიფოს ძალაუფლების წყარო არის ხალხი, ასევე, სამართლის წყარო. ქართველი ხალხი მოახდენს თვითორგანიზებას იმ ლოკაციაზე, ქართველი ხალხის ორგანიზებით იქნება მოწყობილი აქცია, იქნება ათეულები, ასეულები, ათასეულები, ლეგიონები და ხალხი თავად აირჩევს მათ მეთაურებს, ათისთავს, ასისთავს და ა.შ. ქართველი ხალხის ნება თუ არ იქნება, მას შეუძლია, არა მხოლოდ თვითორგანიზება, არამედ აჯანყებაც კი განახორციელოს“, – განაცხადა ცინცქალაძემ.
ადვოკატმა შსს-ს მიერ დაწყებული გამოძიებისა და ლევან ვასაძის მიერ ნახსენები კომბლების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, გამოძიების მთავარი შეკითხვა თვითორგანიზების ჯგუფის წევრებთან თუ სად მდებარეობდა კომბლების საწყობი და ვინ არიან კომბლების მომწოდებელი, იუმორისტული შეკითხვა იყო. ცინცქალაძის განმარტებით, მისი კომბალი მისი კალამია და ეს კრებით სახელია, რომელიც “ზოგს სახლში აქვს ეს „კომბალი“ შენახული, ზოგი მას თან დაატარებს.”
კომენტარი საინიციატივო ჯგუფის წევრმა, ადვოკატმა ბესარიონ ბოჭორიშვილმაც გააკეთა. მისი თქმით, ლგბტ პროპაგანდა სინამდვილეში საერთოშორისო პოლტიკაა.
“ლგბტ პროპაგანდა, რასაც გამოხატვის თავისუფლებას ეძახიან, სინამდვილეში საერთაშორისო პოლიტიკაა, ამ პირების ფარული დისკრიმინაცია და დანაშაულია კაცობრიობის წინაშე. ამის იქით სამართლებრივად წასვლა არ შეიძლება, ეს სიცოცხლის უფლების დარღვევაცაა. აღზრდის პროცესში ვინც ლგბტ ჯგუფის წევრად ჩამოყალიბდა, მათი შეცვლის მაგალითები არის, როდესაც იცვლის დამოკიდებულებას და ხდება ჩვენნაირი, ჩვეულებრივი ადამიანი. ჩვენ ამას მათ არ ვაიძულებთ. მაგრამ პოლიტიკოსები მათ ცუდად იყენებებ იმ მიზნით,რათა საზოგადოება დაშალონ და კონფლიქტურ ჯგუფებად აქციონ. მათ არავინ არაფერს უშავებს, პირიქით, თუ არსებობს მკურნალობის საშუალება, სახელმწიფომ უნდა შეუწყოს ხელი. ლგბტ და სხვა ნეო-ლიბერალური არასამთავრობო ორგანიზაციები და პროცესები ფინანსდება. რატომ არ იქნება საქართველოში პირობები „ენჯეოები“ ჩვენ თვითონ დავაფინანსოთ? სინამდვილეში, მათ სურთ გრანტები, უნდათ, თანხები მიიღონ და მათ უკან დგას ნეო-ლიბერალური ჯგუფების დასავლეთში დამარცხებული ფრთა“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.