“ჩვენ მკაფიოდ ვხედავთ საზოგადებაში დაპირისპირებასა და ისიც ცხადია, რომ რომელიღაც მხარეს ძალიან აწყობს საზოგადოებაში არეულობა. არაერთხელ დამტკიცებულა, რომ საპატრიარქოს პროგნოზები მართლდება ხოლმე. რა თქმა უნდა, საპატრიარქოს ყველა განცხადება მშვიდობისკენ არის მომართული და სწორედ იმას ემსახურება, რომ როგორმე თავიდან იქნეს აცილებული დაძაბულობები”
შეგახსენებთ, „თბილისი პრაიდის” გამართვასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ლგბტ ორგანიზაციებს შორის შეთანხმება ვერ შედგა.
როგორც სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან გაკეთდა შეთავაზება, რომ არ ჩატარდეს პრაიდი, ვინაიდან ეს არის დაკავშირებული უსაფრთხოების სერიოზულ რისკებთან, მაგრამ გადაწყვეტილება “თბილისი პრაიდის” ორგანიზატორები მიიღებენ.
ანდრია ჟაღმაიძე, “საპატრიარქოს” პრესსამსახურის წარმომადგენელი
“ტვ პირველის” ეთერი