“სირცხვილის გრძნობა მაინც უნდა გქონდეს, როდესაც ამ მდგომარეობაში ხარ, როგორ შეიძლება ამ ურჯოლოებას “პრაიდი”, ანუ ღირსების საქმე ეწოდოს, მაგრამ ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვებრძოლოთ ამ უზნეობას ძალადობის გზით, ეს ვითარება მაგონებს რუსი მწერლის , დოსტოევსკის, ნააზრევს, როდესაც მისი ერთ-ერთი პერსონაჟი ჯერ პირჯვარს გადაიწერს, ღმერთო მაპატიეო და შემდეგ კაცს კისერში ნაჯახს ჩაარტყამს, ეს არის არასწორი გააზრება ქრისტიანობის”
შეგახსენებთ, ჭყონდიდის მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე ცაავა ლევან ვასაძის განცხადებების შესახებ ამბობს, რომ როდესაც ადამიანი სულიერ ძალას კარგავს, ფიზიკურზე სწორედ მაშინ გადადის.
მიტროპოლიტს ტაბულამ ჰკითხა, როგორ აფასებს ის ლევან ვასაძის მოწოდებებს ქრისტეს სახელით უკანონო რაზმების შექმნასთან დაკავშირებით და რამდენად მართებულად მიაჩნია ამგვარი განცხადებების გაკეთება.
“როდესაც ადამიანი კარგავს სულიერ ძალას, მაშინ გადადის ფიზიკურზე..უწმინდურობას უნდა ვებრძოლოთ სიწმინდით, ბოროტებას სიკეთით..სასურველია შეიკრიბოს წმიდა სინოდი და მართლმკვეთელობით კრებსითად მიიღოს გადაწყვეტილება ეკლესიის სწავლების თანახმად.
მეუფე პეტრე ცაავა, ჭყონდიდელი მიტროპოლიტი
“ტვ პირველის” ეთერი